ბრეკეტები

რატომ არის საჭირო ბრეკეტები?

ორთოდონტული მკურნალობის მიზანია კბილების მაქსუმალურად გამოსწორება, რაც გულისხმობს უკეთესად კბეჩის, უფრო კომფორტულად ჭამის, კბილებისა და ღრძილების უფრო მარტივად მოვლის საშუალების უზრუნველყოფას. ამით თქვენი ღიმილიც გაუმჯობესდება.

ბრეკეტების გამოყენება თითქმის ყოველთვის საჭიროა მოგრეხილი (არასწორად ამოსული, შესაძლებელია შიგნით დახრილი), წინ გამოშვერილი, ან ზედმეტად გადაჭედილი კბილების გასასწორებლად, მათ შორის მანძილის შესამცირებლად, “კბეჩის” გასაუმჯობესებლად, რათა თქვენი ზედა და ქვედა კბილები პირის დახურვისას ერთმანეთს ეხებოდეს.

მკურნალობა ძირითადად 18 კვირიდან ორ წლამდე გრძელდება და მოითხოვს ექიმთან ვიზიტებს 4-8 კვირაში ერთხელ.

როგორი ბრეკეტები ავარჩიოთ?

კლნიკა კლინიკა კლიენტებს სთავაზობს ყველა სახეობის ბრეკეტ სისტემას, რომლესაც კლიენტი თავისი სურვილის შესაბამისად ირჩევს.

ბრეკეტის რომელ სახეობას გვთავაზობს კლინიკა M Clinic ?

კლინიკაში ბრეკეტების ყველა ნაირსახეობაა წარმოდგენილი :

● მეტალის

● კერამიკული

● ლინგვალური

● INVISIBLE LINE

მეტალის ბრეკეტი :

● მეტალის ბრეკეტ სისტემას აქვს თანკბილვის გასწორების ყველაზე სწრაფი ეფექტი

● არის ყველაზე ეფექტური

კერამიკული ბრეკეტ სისტემა :

● წარმოადგენს ბრეკეტის ნაირსახეობას, რომელიც არის უფერული და შუმჩნეველი

● აქვს სწრაფი შედეგი

ლინგვალური ბრეკეტი :

● წარმოადგენს ბრეკეტების ნაირსახეობას, რომელიც ფიქსირდება კბილებზე ენის მხრიდან

● არის შეუმჩნეველი და პაციენტისთვის კომფორტული

● ლინგვალური ბრეკეტის ხდება მსუბუქი თანკბილვის დროს

ლინგვალური ბრეკეტი წარმოადგენს ბრეკეტების ნაირსახეობას, რომელიც ფიქსირდება კბილებზე ენის მხრიდან. იგი არის შეუმჩნეველი და პაციენტისთვის საკმაოდ კომფორტული. ლინგვალური ბრეკეტებით მკურნალობა ხდება მსუბუქი ანომალიების (თანკბილვის) დროს. –

ყველა კბილისათვის არსებობს ინდივიდუალური ბრეკეტი – განსხვავებული ზომისა და ფორმის მიხედვით, ბრეკეტი სპეციალური ბჟენის საშუალებით სათითაოდ მაგრდება კბილის ზედაპირზე, ისე რომ არ ხდება კბილის მინანქრის დამუშავება.

INVISIBLE LINE :

● თანკბილვის გასწორების უხილავი, ულტრათანამედროვე მეთოდი

რამდენად ხანგრძლივია მკურნალობა ?

ბრეკეტსისტემებით მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მერყეობს 6 თვიდან 2 წლამდე. ამ პერიოდში პაციენტს ექიმთან ვიზიტი უწევს თვეში ერთხელ. მკურნალობის ბოლოს, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად კეთდება რეტეინერი – თხელი ფიქსატორი, რომელიც წინა ექვსი კბილის შიგნითა ზედაპირზე მაგრდება და არ ჩანს.

 

ფირფიტები

ფირფიტა არის მოსახსნელი კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება 5-6 წლიდან 12-13 წლამდე.

რამდენად კომფორტულია კონსტრუქცია ბავშვებისთვის ?

კონსტრუქცია კომფორტულია და ბავშვები 2-3 დღეში ეჩვევიან.
არსებობს სხვადასხვა ფერის ფირფიტები – თავისი ჩასადები ყუთებით, რაც ახალისებს და ამარტივებს ბავშვისთვის ფირფიტის გამოყენების პროცესს.

 

 

Share: