იმპლანტაცია

 

იმპლანტაცია დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული და ადაბტირებული დარგია სტომატოლოგიაში, საქართველოში დღითიდღე იმატებს პაციენტებს რიცხვი რომელთაც სურთ კბილის იმპლანტაცია, დენტალურ იმპლანტაციას მივმართავთ მაშინ, როდესაც გვაქვს ნაწილობრივი ან სრული ადენტია (კბილების არ არსებობა) ამ მეთოდის უპირატესობაა,  ნაწილობრივი ადენტიის დროს პირის ღრუს დარჩენილი კბილების შენაჩუნება (არ ხდება ამ კბილრბის პრეპარირება და მათი გამოყენება ხელოვნური ხიდების თუ ცალკეული გვირგვინების საყრდენად).

 

 

იმპლანტი არის ძვალში მოთავსებული   ხელოვნური გვირგვინის ან ხიდის საფიქსაციოდ უცხო სხეული. არსებობს იმპლანტაციის ორი მეთოდი: ერთეტაპიანი და ორეტაპიანი.

ერთეტაპიანი იმპლანტაციის დროს, ხდება იმპლანტაცია და დროებითი კბილის ჩასმა ერთდროულად. ორეტაპიანის დროს პირველად ხდება ძვლისშიდა ნაწილის ჩახრახვნა და ჭრილობის ყრუდ გაკერვა, რამდენიმე თვის (2-6) შემდეგ ძვლის გარეთა ნაწილის. ზოგ შემთხვევაში ყბის ძვალი იმდენად ატროფირებულია, რომ მასში იმპლანტის ჩახრავნა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში მივმართავთ ყბის ძვლის მასის ხელოვნურად გაზრდის ოპერაციას (ზედა ყბაზე სინუსლიფტინგს).

 

 

იმპლანტაცია უმტკივნეულო პროცედურაა, ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით (როგორც სხვა დანარჩენი სტომატოლოგიური მანიპულაციები) და არ წარმოადგენს რთულ და ხანგრძლივ პროცედურას პაციენტისთვის

იმპლანტზე კეთდება როგორც ლითონო-ფაიფურის, ასევე ცირკონის უმაღლესი ხარისხის კბილის გვირგვინი
ჩვენს კლინიკაში გამოყენებული იმპლანტები ორგანიზმთან ადვილად შეთავსებადია.
კლინიკაში მოგემსახურებათ პროფესიონალი ექიმები მაღალი კვალიფიკაციით. კლინიკაში კეთდება უახლოესი თაობის მანიპულაციები.

ჩვენი გარანტიაა 100%-იანი სტერილიზაცია და მაღალი ხარისხი.

 

პროცედურა შედგება 2 ეტაპისგან:

  • 1 ეტაპზე ხდება უმაღლესი ხარისხსის იმპლანტის ჩასმა ყბის ძვალში, აბსოლიტურად უმტკივნეულოდ ადგილობრივი ანესთეზიით (მაქსიმუმ 20 წუთში)
  • მე-2 ეტაპია იმპლანტზე გვირგვინის დამაგრება, ზედა ყბის შემთხვევში კბილის იმპლანტზე დამაგრება ხდება იმპლანტაციიდან 4-5 თვის შემდეგ ქვედა ყბის შემთხვევში იმპლანტაციიდან 2-3 თვის შემდეგ.კბილი არის ბუნერბრივთან მაქსიმალურად მიახლოვებული და სამუდამო.არ ახასიათებს უკუჩვენებები, გამომდინარე იქიდან რომ იმპლანტი არის ბიო შეთავსებადი

 

პროცედურას „M clinic”-დამფუძნებელი , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი , ქირურგ-იმპლანტოლოგი , საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ქალბატონი მარია ჭელიძე ატარებს.

 

 

Share: