ექსკლუზიურად MCLINIC -ში , კბილის დაუყოვნებლივი ექსტრაქცია იმპლანტაცია და პროთეზირება მხოლოდ 1 ვიზიტში

დაუყოვნებლივი  ექსტრაქცია იმპლანტაცია და პროტეზირება 1 ვიზიტში

 

დიახ არ მოგესმათ, MCLINIC-ში დღესდღობით შეგიძლიათ , ამოიღოთ კბილი , ჩაისვათ იმპლანტი და ასევე დაიფიქსიროთ გვირგვინი
Ⓜ️ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შევამციროთ მკურნალობის დრო, ვინაიდან პაციენტს არ უწევს ლოდინი 4-5 თვემდე ძვლის ქსოვილის აღდგენისთვის და იმპლანტის შეხორცებისთვის.

Ⓜ️ფუნქციური თვალსაზრისით, მომენტალური იმპლანტაცია კბილის ამოღებისთანავე უფრო მეტად სასურველია, ვიდრე მოგვიანებითი განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ერთდროულად რამდენიმე იმპლანტის ჩანერგვა , ასევე ამცირებს პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს და იძლევა საშუალებას დროებითი ან მუდმივი კონსტრუქციის ფიქსაციისა , რაც პაციენტს აძლევს საშუალებას ოპერაციის შემდგომ ჩვეულებრივ მიირთვას და დაღეჭოს მისთვის სასურველი საკვები.

 

Ⓜ️მომენტალური იმპლანტაციის დადებითი მხარე:

✅ერთ ვიზიტში ხდება რამდენიმე  მანიპულაციის გაერთიანება (კბილის ამოღება,იმპლანტის მოთავსება, ღრძილის მაფორმირებლის ფიქსაცია და  ორთოპედიული კონსტრუქცია ), .
✅უფრო მარტივია იმპლანტის ჩანერგვა და გარშემო მყოფ სტრუქტურებთან მიმართებაში მისი მდებარეობის კონტროლი
✅მომენტალური იმპლანტაცია ამცირებს პოსტოპერაციული ძვლის და რბილი ქსოვილების დაკარგვას.
✅და რაც მთავარია შესაძლებელია დროებითი კონტრუქციის მომენტალურად დაფიქსირება რაც პაციენტისთვის ძალიან დიდი კომფორტი და ფუფუნებაა , განსხვავებით მოგვიანებითი იმპლანტაციის შემთხვევისა როდესაც კონსტრუქციის ფიქსაციის საშუალება მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

✅MCLINIC – ში უკვე 1 წელია სისტემატიურად მიმდინარეობს ამ სახის ოპერაციები  ,  ხდებოდა დაკვირვება პაციენტებზე , კვლევამ ცხადჰყო ის ფაქტი რომ მომენტალური იმპლანტაცია , იდეალური არჩევანია  პაციენტისთვის, და არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს.

 

✅იქიდან გამომდინარე , რომ ჩვენს კლინიკას როგორც ქართველი ასევე ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი სტუმრობს , გვიწევდა პაციენტის რამდენჯერმე ჩამოყვანა , რაც არც თუ ისე კომფორტული იყო პაციენტისთვის , ბევრი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტეთ მათთვის შეგვეთავაზებინა ის რაც ყველა პაციენტს სურს ,მათი სურვილი კი უცვლელია  „HOLLYWOOD SMILE “ – მინიმალურ დროში, თავიდან ცოტა სარისკოდ მოგვეჩვენა ეს წამოწყდება , ასეთ მცირე დროში რამდენიმე მანიპულაციის გაერთიანება თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვთ რომ ცდამ ნამდვილად გაამართლა.

✅დღესდღეობით ამ სახის ოპერაციებს ატარებს , კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი , ყბა-სახის ქირურგ-იმპლანტოლოგი , საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ქალბატონი მარია ჭელიძე და „მარია ჭელიძის სტომატოლოგიური ცენტრის“ ექიმი-ორთოპედი ასევე საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი აფხაძე.

 

✅ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ პაციენტი დარჩეს კმაყოფილი არამხოლოდ შედეგით არამედ ხარისხით და დროის ეკონომიით.