ცირკონის გვირგვინი და მისი უპირატესობები

ცირკონიუმის დიოქსიდი, იგივე ცირკონი მაღალი ხარისხის, მტკიცე, ცვეთმედეგი, გამძლე, მეტალისგან თავისუფალი და იდეალურად ბიოთავსებადი კრისტალური შენაერთია, რომელიც კარგად ადაპტირდება პირის ღრუს ქსოვილებთან.
ზემოაღნიშნული თვისებებიდან გამომდინარე, ცირკონი დიდი წარმატებით გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიურ ინდუსტრიაში, ყველა სახის მოუხსნელი კონსტრუქციის დასამზადებლად.
სხვათა შორის, ცირკონი გამოიყენება არა მხოლოდ სტომატოლოგიაში, არამედ ზოგადად მედიცინაში.

რა არის ცირკონის უპირატესობები?
ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინების ძირითადი უპირატესობებია:

 

 

  • ბიოშეთავსება;
  • არაალერგიულობა;
  • მაღალი ესთეტიკურობა.
  • სიმტკიცე
  • მორგების სიზუსტე
  • კარგი ადჰეზიის (მიწებების) უნარი კბილის ქსოვილებთან
  • სიმსუბუქე

ცირკონს ახასიათებს სინათლის სხივის გატარების უნარი, რაც მას იდეალურ ესთეტიკურ ეფექტს აძლევს. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, ვინაიდან ცირკონის ბაზისზე დამზადებული სამუშაოების ბუნებრივი კბილისგან გარჩევა ძალიან რთულია.
სწორედ ეს არის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი, რის გამოც გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ცირკონის მასალის გამოყენება სტომატოლოგიაში.

ცირკონის გვირგვინი უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში

 

 

 

გვირგვინის მორგების სიზუსტეს დამუშავებულ კბილზე ცირკონის ოქსიდის კარკასი განაპირობებს, რომელიც თავდაპირველად, სათანადო პროგრამით კომპიუტერში მოდელირდება, შემდეგ კი სპეციალურ აპარატში იჩარხება, მზადდება ლაზერული სკანერისა და კომპიუტერის დახმარებით.

 

კბილის გვირგვინი როდესაც კბილი  სამ მეოთხედზე მეტი ნაწილით არის დაზიანებული საჭიროებს გვირგვინის გადაკვრას მისი დანიშნულებაა  დაზიანებული  კბილის  გვირგვინის მაგივრობა  გასწიოსი ე.ი  შეავსო აღადგინოს კბილის ანატომიური მთლიანობა გვირგვინები

შეიძლება იყოს სხვადასხვა მასალის:

  • მეტალის
  • მეტალის -პლასტმასის პირნაკეთობით და ფაიფურის.