5 პროდუქტი, რომელიც უკარგავს ფერს ჩვენს თეთრ კბილებს.

🔶1. ღვინო


ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღვინის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ის რომ ის მოქმედებს თქვენი კბილის ფერზე, საიდუმლო გახლავთ მის შემადგენლობაში კერძოდ „ტანინში“ რომელიც აშრობს პირის ღრუს , რის გამოც კბილები ხდება უფრო წებოვანი, ხოლო ლაქები ამ შემთხვევაში უფრო მკვეთრი და თვალსაჩინო. ალბათ ფიქრობთ რომ თეთრი ღვინო არ წარმოადგენს საფრთხეს თუმცა ცდებით, რადგან ის შეიცავს მჟავას, რომელიც პროვოცირებას უწევს სხვა დანარჩენ პროდუქტებს , რაც უშუალოდ აისახება თქვენ კბილის ფერზე.

🔶2. ხილი

ისეთი ხილი, როგორიც გახლავთ მოცვი, მარწყვი ალუბალი და სხვა დანარჩენი ხილი , შეიცავენ მკვეთრ ფერებს, რაც რა თქმა უნდა ტოვებს შედეგს ჩვენს კბილებზე. იდეალურად ითვლება ის ხილი, რომლის მიღების შემდეგ ხელებზე არ გრჩებათ ლაქები.
მაგ: ვაშლი , ყურძენი და ბანანი შეგიძლიათ თამამად მიირთვათ რადგან ისინი არანაირ ზიანს არ მოუტანენ თქვენს ბუნებრივად თეთრ კბილებს.

🔶3.ყავა და ჩაი

ყავისფერი ლაქები კბილის ემალზე, რომელიც თანდათან გროვდება და პროვოცირებას უწევს კბილის ზედაპირის დაზიანებას ახალი ამბავი არარის ყავისა და ჩაის მოყვარულთათვის. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყავის ლაქები უფრო დიდ ზიანს აყენებს კბილებს ვიდრე თამბაქოსი, რადგან ყავით გამოწვეული ლაქების მოშორება კბილის ჯაგრისით უფრო ძნელია ვიდრე სიგარეტის. ისეთ სასმელებში როგორიცაა მწვანე, თეთრი და ბალახული ჩაი, ფერის შემცველი პიგმენტი უფრო ნაკლებია ვიდრე შავ ჩაიში თუმცა ისინი მაინც აკეთებენ თავიანთ საქმეს და უაკრგავენ ფერს ჩვენს კბილებს .

🔶3. კანფეტები



სხვადახვა სახეობის კანფეტები და ტკბილეული , რომელთაც აქვთ მკვეთრი შეფერილობა, აუცილებლად გამოიტანენ შედეგს თქვენს კბილებზე . ეს ის შემთხვევაა, როდესაც არანაირს გამონაკლისს არ შეიძლეაბ ადგილი ჰქონდეს.

🔶4. თამბაქო


ყველამ ვიცით, რომ მოწევა მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის მრავალი მიზეზის გამო.
აი კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება მწეველთა რაოდენობა ცოტატი მაინც შეამციროს. სიგარეტი შეიცვავს ნიკოტინის მაღალ დონეს რაც იწვევს კბილების გაყვითლებას ძალიან მცირე დროში. სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადში სიგარეტის მოყავრულების კბილები ყავისფერი შეფერილობის გახდება.

 

Share:

კომენტარის დატოვება