გვირგვინები სარძევე კბილებზე, ეს უკვე შესაძლებელია !

 

სამწუხაროდ მშობლების უმეტესობას ჰგონიათ, რომ სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდებათ,რადგან მათ ადგილს მუდმივი კბილები დაიკავებენ, სამწუხაროდ ესეთი მიდგომა არასწორია, პირის ღრუს მოვლას ადამიანი ადრეული ასაკიდან უნდა შეუდგეს, პირველი კბილის ამოსვლისთანავე უნდა შედგეს სტომატოლოგთან ვიზიტი, სარძევე კბილებს ისეთივე მოვლა სჭირდება როგორც მუდმივ კბლებს , კბილების რეგულარი წმენდა აუცილებელია თუმცა ხანდახან არასაკმარისიც, რის გამოც საჭირო ხდება მათი მკურნალობა.

სხვადასხვა მეთოდებით.

 

თანამედროვე სტომატოლოგიაში გვირგვინები  გამოიყენება დაზიანებული სარძევე კბილების შესანარჩუნებლად და მათ აღსადგენად.

თუ ბავშვს აქვს კბილების მძიმე დაზიანება და ასევე აღენიშნება  პუპლის ინფექცია , გვირგვინი საუკეთესო საშუალებაა დაიცვას კბილი მისი ფიზიოლოგიური დაკარგვის მომენტამდე .

სტომატოლოგთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი დეფექტის დროს სარძევე კბილებზე  სტანდარტული დაბჟენის და რესტავრაციის შედმგომ პრობლემა არ გვარდება და საჭიროა მკურნალობის რამდენჯერმე გამეორება , გვირგვინები უფრო ეფექტური მეთოდია ინფიცირებული კბილის დაცვისთვის რათა არ მოხდეს მისი სრულიად დაშლა.

 

გვირგვინები სარძევე კბილებზე:

  • დროებითი გვირგვნი, რომელიც გამოიყენება კბილის დასაცავად ან ორთოდონტიული მკურნალობის დროს სიმყარისთვის.
  • მუდმივი გვირგვინები გამოიყენება კბილების დასაცავად კარიესისგან.

უპირატესობები:

  • ინარჩუნებს სარძევე კბილებს მათ კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლამდე.
  • აღადგენს დაზიანებული კბილების ფუნქციას.
  • მეტყველებას არ უქმნის საფრთხეს.
  • გვირგვინის აღდგენა ხელს უწყობს ყბის ძვლების ზრდას, რაც მნიშვნელოვანია მომავალში მუდმივი კბილების ჩამოყალიბების პროცესში.
  • ესეტეთიურად ლამაზი ღიმილი.

მკურნალობის პროცესი.

 

კბილების აღდგენა აუცილებელია:

 

  • თუ კარიესმა დააზიანა სარძევე კბილის ნახევარზე მეტი.
  • მინანქრის განვითარებასთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში.
  • თუ კი მოხდა კბილის ტრავმა  (ფესვის მოტეხილობა).
  • აქტიურად განვითარებადი კარიესების არსებობისას.
  • კბილის გვირგვინის არარსებობა.
  • თუ არსებობს ესტეთიური დეფექტი. განსაკუთრებით წინა კბილებზე.
  • კბილების ფლუოროზით განადგურებისას.

 

რა შემთხვევაშია საჭირო კბილების პროთეზირეება:

 

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი კარგავს კბილებს უკვე ადრეულ ასაკში, კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლამდე . რის შედეგად, საღეჭი ფუნქცია ირღვევა, და  მეტყველების დეფექტები იჩენს თავს , რის გამოც პათოლოგიური თანკბილვა  შეიძლება განვითარდეს, გარდა ამისა, ბავშვებს (განსაკუთრებით მოზარდებს) ახასიათებთ  ფსიქოლოგიური დისკომფორტი იმის გამო რომ ექმნებათ პრობლემები მეტყველებისას ასევე ესეტეთიური თვალისაზრისითაც  ,  ამ რთულ სიტუაციაში საჭიროა მათი დახმარება კერძოდ  უნდა   აღედგინოს დაზიანებული  ან დაკარგული კბილი პროთეზირების საშუალებით.

ნუ დაელოდებით !

უნდა აღვნიშნოთ რომ კბილების პროთეზირება ბავშვებში  და ამადვროულად  თანკბილვის  დეფექტების გამოსწორება  ძალიან იშვიათი მომსახურეობაა საქართველოში ვინაიდან იგი მოითხოვს ცოდნას და გამოცდილებას, უშუალოდ ექიმი რომელსაც აირჩევთ უნდა იყოს კვალიფიცირებული და რა თქმა უნდა თავისი საქმის პროფესიოანლი.

ამ მანიპულაციას ატარებს :

ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი, ორთოპედი და ორთოდონტი.

 

ბავშვთა პროთეზირების ჩვენებები:

თუ თქვენმა შვილმა დაკარგა კბილი ტრამვის შედეგად.

 

თუ თქვენს შვილს დაეშალა კბილები „ ე.წ «ბოთლის კარიესი “ ის შედეგად

იმ შემთხვევაში, თუ კბილების მწკრივი დარღვეულია ანთებითი პროცესების გამო.

 

ამ თემსათან დაკავშირებით ჩვენი ექიმები მუდმივად გადიან გადამზადებით კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში ამჟამადაც ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი ქირურგ-იმპლანტოლოგი ქალბატონი მარია ჭელიძე და M clinic ის ექიმი-თერაპევტი ვერიკო თევზაძე იმყოფებიან ავსტრიაში ,კერძოდ  ვენაში კონფერენციაზე რომელიც უშუალოდ ამ თემას ეხება.

                                                         

ძვირფასო მშობლებიო, არ შეგეშინდეთ, კბილების პროთეზირების ადრეულ ასაკში!

 

გვირგვინები არ მოქმედებს ნეგატიურად კბილების მოცვლაზე ასევე ყბის ძვლის ზრდაზეც.

პროცედურა უფრო ადვილია, ვიდრე მოზრდილებში:  რადგან ანაბეჭდის აღებს არ  საჭიროებს.

მასალა რომელიც გამოიყენება არის ჰიპოალერგიული და აბსოლუტურად უვნებელი.

 

მთავარი სირთულე ბავშვთა პროთეზირებისას არის, ის რომ ბავშვებს უწევთ გაფუჭებული ,ფრონტალური  კბილებით სიარული უკვე   1- 4 წლის ასაკიდან , მკურნალობის პროცესში ისინი სწრაფად იღლებიან და ადვილად არ ემორჩილებიან ექიმს თუმცაღა ამის გამოსავალიც არსებობს მკუნრალობა ძილის ქვეშ ე.წ სედაცია.

 

ჩვენი კლინიკა აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებს:

გამოცდილი და კვალიფიცირებული ექიმები , თანამედროვე აპარატურები , პროფესიონალი ანესთეზიოლოგები რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმაროთ თქვენი პრობლემის მოგვარებაში.

       

არ გადადოთ ! ეს თქვენი შვილების ჯანმრთელობაა !

Share:

კომენტარის დატოვება