რა არის სინუს-ლიფტინგი და როდის არის საჭირო მისი გამოყენება ?

რა არის სინუს-ლიფტინგი და როდის არის საჭირო მისი გამოყენება ?

სინუს-ლიფტინგი არის მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ოპერაცია, რომელიც  პაციენტს მხოლოდ ზედა ყბის შემთხვევაში უტარდება.

რა შემთხვევებში შეიძლება დაჭირდეს პაციენტს ხელოვნური ძვლის დამატება?

სინუს-ლიფტინგი პაციენტებში იმ შემთხვევებში გამოიყენება როდესაც ძვლის სიმაღლე ზედა ყბაზე  სინუსისა და ძვლის ქედის  ზღვარზე არ აღწევს 8 მილიმეტრს, რაც ძალზე ძნელია და და რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია იმპლანტების ჩანერგვა.

სინუს-ლიფტინგის გამოყენების მეთოდები

საქართველოს სტომატოლოგიურ კლინიკებში, ბოლო 20 წლია წარმატებით ხორციელდება ასეთი ტიპის ოპერაციები..

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქირურგი, ძვლალთან და ღრძილთან არსებული  ხვრელების მეშვეობით ფრთხილად უბიძგებს  ჰაიმორის ღრუს ფსკერისკენ. მანიპულაციის შედეგად ცარიელი  სივრცე ივსება სინთეთიკური ძვლის ქსოვილით რომელიც ზრდის ძვლის მოცულობას იმპლანტაციისთვის.

პროცედურის შემდეგ შესაძლებელი ხდება იმპლანტის ჩანერგვა რა თქმა უნდა თუ კი ძვლის მოცულობა იძლევა ამის საშუალებას.  რადგან ეს პროცედურა საკმაოდ რთულია, ოპერაცია შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური სტომატოლოგის მიერ.

Share:

კომენტარის დატოვება