კბილების ფტორირება

სილამაზის შემადგენელი ერთერთი მთავარი ნაწილი რა თქმა უნდა თვალისმომჭრელი ღიმილია. თანამედროვე ხალხი არ ზოგავს არც თანხებს და არც შესაძლებლობეს პირის ღრუს მოვლისთვის, „ჰოლივუდის ღიმილი“ ამად ნადმვილად ღირს.

საბედნიეროდ თანამედროვე სტომატოლოგიაში მრავალი გზა არსებობს ამის მისაღწევად, თუმცაღა არის შემთხვევბი როდესაც კბილების გათეთრების შემდგომ პაციენტი არ უვლის პირის ღრუს სათანადოდ რის გამოც შედეგი არ დგება ან უარეს შემთხვევაში საჭირო ხდება პროცედურის ხელმეორედ ჩატარება რაც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამ სტატიიდან  გაიგებთ თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ კბილების ფტორირების შედეგად მიღებული ეფექტი  რაც შეიძლება უფრო დიდხანს.

მთავარი წესები კბილების მოვლისას

ზომაზე მეტი არაჯანსაღი საკვების მიღება და პირის ღრუს მოუვლელობას პირის ღრუში ბაქტერიების  გამრავლებამდე მივყავართ ასევე კბილის დემინერალიზაციამდე, რაც თავისთავად იწვევს კბილის მრავლობით დაავადებებს, ფტორირების მიზანი გახლავთ კბილის ემალის გაჯანსაღება სპეციალური გელებით, ლაკებით და ხსნარებით.

ფტორირების პროცედურა:

ფტორირების პროცედურა გულისხმობს კბილების დაცვას , ასევე აფერხებს კარიესის წარმოქმნას.

დღესდღეობით არსებობს ფტორირების სამი ძირითადი მეთოდი:

1)კბილების ღრმა ფტორირების პროცესი

2)ინდივიდუალური კაპების გამოყენება

3)კბილის ემალზე ფტორ-ლაკის მოთავსება.

Share:

კომენტარის დატოვება