01 ივნისი
იმპლანტაცია
15 მაისი
მითია თუ რეალობა, რომ კბილების ლაზერული გათეთრება ვნებს კბილების ემალს ???
23 აპრილი
სტერილიზაცია

როგორ უნდა იყოს დაცული სტერილიზაცია სტომატოლოგიურ კლინიკებში ?! 

„მარია ჭელიძის სტომატოლოგიური ცენტრი“ (MClinic), 2015 წლის, 28 მაისს ოფიციალურად ქ. თბილისში, მიცკევიჩის ქ. 29/5 (ალ.ყაზბეგის გამზ. 14 ბ) გაიხსნა. სწორედ ამ პერიოდიდან, ჩვენი მომსახურების სრული კომპლექსი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის.

„მარია ჭელიძის სტომატოლოგიური ცენტრის“ (MClinic), დამფუძნებელი არის მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი, ქირურგ-იმპლანტოლოგი, მარია ჭელიძე. მისი ხელმძღვანელობით შექმნილი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი უზრუნველყოფს პაციენტების კომპლექსურ მომსახურებას.  კლინიკაში შექმნილი სასიამოვნო, თბილი გარემო ქმნის დამატებით კომფორტსა და ხსნის ზედმეტ დაძაბულობას, რაც ხშირ შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტს თან ახლავს. მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტებით გამორჩეული სტომატოლოგიური ცენტრი ხშირად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მასპინძლობს. ჩვენი კლინიკისადმი გამოჩენილი მაღალი ინტერესი მოპოვებულ ნდობასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ცენტრის მენეჯმენტმა, მაღალი ხარისხის მიუხედავად, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ტარიფები შეიმუშავა, რაც  საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ ადამიანს გავუწიოთ ხარისხიანი, უსაფრთხო და ინდივიდუალური სტომატოლოგიური მომსახურება. ჩვენს კლინიკაში, პირველადი კონსულტაცია უფასოა ნებისმიერ ასაკის პაციენტისთვის.

„მარია ჭელიძის სტომატოლოგიური ცენტრის“ (MClinic) სამედიცინო გუნდი დაკომპლექტებულია ბავშვთა და მოზარდთა თერაპევტით, ყბა-სახის ქირურგ-იმპლანტოლოგით, ორთოდონტითა და ორთოპედით. ჩვენი მრავალპროფილური ექიმები, მუდმივად კვალიფიკაციის განახლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, რაც მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს გულისხმობს. კლინიკა აღჭურვილია ულტრა თანამედროვე სამედიცინო დანადგარებითა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მედიკამენტებით, რაც ეფექტური შედეგისა და  კმაყოფილი პაციენტის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. სტერილიზაციის ნორმების მკაცრი დაცვა და კონტროლი ქმნის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს. ჩვენთან იმსხვრევა მითი - „სტომატოლოგთან ვიზიტი მტკივნეული და საშიშია“.

„მარია ჭელიძის სტომატოლოგიური ცენტრი“ (MClinic) განსაკუთრებულად ზრუნავს ბავშვების კომფორტულ გარემოზე. „Mclinic“-ის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრემის საშუალებით, ბავშვები მარტივად გადიან ადაპტაციას სამედიცინო გარემოსთან, რაც შიშისა და ტკივილის ასოციაციას აქრობს.

„მარია ჭელიძის სტომატოლოგიური ცენტრი“ უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ბავშვების თავდაჯერებულ და ჯანმრთელ ღიმილს.